საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 09/02/2024 - 21/02/2024

თუ ხარ დაინტერესებული კვლევითი საქმიანობით და მონაცემთა ანალიზით, მაშინ „ეისითი“-ს მიერ გამოცხადებული ვაკანსიაც - უმცროსი ეკონომისტ ანალიტიკოსის პოზიციაზე, იქნება შენთვის საინტერესო.

 

შენ, როგორც უმცროს ანალიტიკოსს, მოგიწევს ეკონომიკური განვითარების გუნდთან ერთად მუშაობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებში, კლიენტებთან, კონსულტანტებთან და შიდა გუნდებთან, რათა მოიძიო და გაანალიზო მონაცემები, შექმნა მოდელები და ინსტრუმენტები. შენი მთავარი როლი პროექტების ფარგლებში მაქსიმალური ღირებულების შექმნის მიზნით ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაა.

 

რისი გაკეთება მოგიწევს?

  • პროექტის ფარგლებში განსაზღვრული ამოცანების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციის/მონაცემების მოძიება;
  • კვლევის მეთოდოლოგიების და ინსტრუმენტების შემუშავების პროცესში ჩართულობა;
  • კვლევის მონაცემთა ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში Output-ების ამოღების პროცესის მხარდაჭერა;
  • პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება;
  • პროექტული ანგარიშის მომზადება;
  • პროექტის შედეგების პრეზენტაციის მომზადება;
  • საჭიროებისამებრ, ეკონომიკური განვითარების გუნდის მხარდაჭერა.

 

რა ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდება?

  • ეკონომიკა ან ბიზნეს ადმინისტრირება (MBA ჩაითვლება უპირატესად)
  • მონაცემთა ანალიზის მეთოდების ცოდნა
  • ბაზების მართვა და დამუშვება (Ecxel, Stata, SPSS)
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (C1)
  • პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კვლევის მიმართულებით

 

რა უნარები დაგეხმარება შენი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?        

  • ანალიტიკური აზროვნება
  • გამართულად წერის უნარი
  • პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი
  • კომუნიკაციის უნარი 
  • თვითორგანიზებულობა
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4

 

სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული

 

ეისითი საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.

 

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com

 

დაინტერესების შემთხვევაში  გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2024 წლის 21 თებერვლის ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

გისურვებ წარმატებას!