საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის (პარალეგალის) პოზიციაზე, რომლის ფუნქციები იქნება:

  • მინდობილობების, საკორპორაციო დოკუმენტების (ბრძანებების, პარტნიორის გადაწყვეტილებების, კორპორაციის შიდა პოლიტიკების) და უფლებამოსილების დამდგენი სხვა დოკუმენტების დრაფტებზე მუშაობა;
  • დაევალება საჯარო რეესტრთან და ნოტარიუსთან ურთიერთობა, საჭიროებისამებრ სამეწარმეო დოკუმენტაციის მომზადება რეგისტრაციისათვის;
  • სხვადასხვა სახის განცხადებების, წერილების, ბრძანებების ტექსტების მომზადება;
  • საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მოძიება, საქართველოს კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების მოძიება/კვლევა, ცვლილებების გაცნობა და რეპორტების მომზადება;
  • დოკუმენტბრუნვა, დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება, მათ შორის მომსახურება-ნარდობის ხელშეკრულებების დამუშავება/მომზადება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამართალმცოდნეობა, მაგისტრატურის სტუდენტი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცოდნა;
  • საბანკო და საფინანსო სამართლით დაინტერესება ან/და ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართულ ენაზე სამართლებრივი წერის უნარი და უცხო ენების (ინგლისური ენის) ცოდნა;
  • სტაჟირება ან კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;

 

პირველი 6 თვე წარმოადგენს გამოსაცდელ ვადას.

 

ხელზე ასაღები ხელფასი 1200 ლარი, რომელიც შესაძლებელია გაიზარდოს სტაჟისა და კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.

 

გთხოვთ, წინამდებარე ვაკანსიას გამოეხმაუროთ მიმდინარე წლის 23 თებერვლის ჩათვლით, თქვენი cv გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: geoinfocompany@gmail.com, ხოლო წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.