საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 08/02/2024 - 23/02/2024

კომპანია ,,MJ Management”  წარმოადგენს კონსალტინგ კომპანიას, რომელიც ახორციელებს იურიდიული მომსახურების სრულ  სპექტრს. კომპანია მომსახურებას უწევს სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებულ ბიზნეს სექტორსა და სადაზღვევო კომპანიებს.

 

MJ Management მზადაა, მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრიატის მე-4 კურსზე მყოფ სტუდენტებსა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რეალურ ქეისებზე დაფუძნებული პრაქტიკული ცოდნა მისცეს დასაქმების შესაძლებლობით.

 

ფუნქცია მოვალეობები

  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა კლიენტებისთვის;
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • სასამართლო პროცესებზე წარმომადგნელობა;
  • მორიგებული საქმეების მართვა;
  • აღსრულების ეროვნულ  ბიუროსთან კომუნიკაცია;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი (დასაშვებია მე-4  კურსელი მაღალი აკადემიური მოსწრებით)
  • მაღალი GPA-ს დამადასტურებელი დოკუმენტი
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
  • უცხო ენა :ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) (უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი ენების ცოდნა)

 

პიროვნული უნარები

  • ორგანიზებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მაღალი ემოციური ინტელექტი

 

ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირიან გამოსაცდელ პერიოდს. გამოსაცდელი ვადის გადალახვის შემდგომ კომპანია სთავაზობს ანაზღაურებად 3 თვიან სტაჟირებას. საბოლოოდ შერჩეულ კადრებს დაენიშნებათ, ფიქსირებული ხელფასი და  საბონუსე სისტემა.

 

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV/ რეზიუმე ქათულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mjmanagement.company2023@gmail.com

 

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს