საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 07/02/2024 - 21/02/2024

ჩააბარე და ისწავლე რისკების აკადემიაში თიბისის დაფინანსებით.

 

შენ გაქვს შესაძლებლობა შემოუერთდე თიბისის რისკების აკადემიას, გაიღრმავო აკადემიური უნარები და ცოდნა რისკების მიმართულებით. 

 

რისკების აკადემია ინტენსიურ, პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ეფუძნება. პროგრამას გაუძღვებიან სპეციალურად შერჩეული სფეროს პროფესიონალი მენტორები - თიბისის თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები. 

 

რას დაფარავს პროგრამა?

  • Excel-ში მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
  • მონაცემების მოძიება და დამუშავება SQL-ით;
  • მონაცემების ვიზუალიზაცია Power BI-ში;
  • მონაცემთა ანალიზის საფუძვლები;
  • შეხვედრები რისკების მიმართულების ლიდერებთან.

 

ვის ვეძებთ?

თუ შენ:

  • ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
  • იღებ/გაქვს განათლება ტექნიკური მიმართულებით (ფინანსები, მათემატიკა, ეკონომიკა, ა.შ.);
  • გაქვს სურვილი შეიძინო პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სექტორში;
  • ხარ მოტივირებული და შრომისმოყვარე, და ფიქრობ რომ შეძლებ საკმარისი დრო დაუთმო სწავლას;
  • გსურს განივითარო და გაიუმჯობესო ანალიტიკური უნარები;
  • გაინტერესებს ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია - რისკების მართვა; გსურს დაეუფლო მას და ჩაერთო რეალური სამუშაო ამოცანების ამოხსნაში საბანკო რისკების მიმართულებით.

 

კურსზე მოსახვედრად:

  • 21 თებერვლამდე  გაიარე რეგისტრაცია;
  • წარმატებით გაიარე ონლაინ ტესტირება და ვიდეო გასაუბრება;
  • მოამზადე დავალება და წარუდგინე თიბისის რისკების გუნდს.