საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„თბილღვინო” ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

 

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

 

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://tbilvino.ge

 

„თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ამოცანები:

  • მარკეტინგის გუნდთან ერთად ექსპორტზე ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საკუთარი პორტფელის საექსპორტო გაყიდვების გეგმის შედგენა, შეთანხმება ხელმძღვანელთან, პარტნიორთან და შესრულების მართვა;
  • ყოველდღიური კორესპონდენციის წარმოება არსებულ პარტნიორებთან, მათგან შეკვეთების მიღება და მიღებული შეკვეთების შესრულების მონიტორინგი;
  • ლოჯისტიკის კონტროლი, შეკვეთის დროულად მიღებისა და გადატვირთვის უზრუნველყოფა;
  • არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში არსებული საექსპორტო გაყიდვების გეგმის მოდიფიკაცია;
  • არსებულ საექსპორტო ბაზრებზე ღვინის განვითარების ტენდენციების შესწავლა, შესაბამისად უკეთესი შეთავაზებების ფორმირება არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის;
  • Off Site და On Site მარკეტინგული აქტივობების, დეგუსტაციებისა და სხვა აქტივობების ინიცირება არსებული პარტნიორების გაყიდვების ზრდისთვის;
  • არსებულ პარტნიორებთან დაგეგმილი ფასდაკლებებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების გამართულად განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პარტნიორებთან ყოველთვიური გაყიდვების და არსებული მარაგების  გადამოწმება და შესაბამისად გაყიდვების გეგმის მოდიფიცირება;
  • პარტნიორებისგან კონტრაქტის შესაბამისად თანხის დროული მიღების უზრუნველყოფა;
  • პრობლემური თანხების მიღებისთვის შესაბამისი სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებების გატარება;
  • პარტნიორებისთვის დეგუსტაციების ჩატარება;
  • პრეზენტაციების მომზადება და პარტნიორებისთვის ჩატარება;
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო და მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა C1 დონეზე;
  • მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაციების ჩატარებისა და წარდგენის უნარი;
  • დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვა;
  • პროაქტიულობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა.


ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორატიული სატელეფონო ლიმიტს;
  • საერთაშორისო მივლინებებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს;
  • ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი;
  • სამუშაო დრო: ორშაბათი - ხუთშაბათი 09:00 - 18:00; პარასკევი 09:00  - 17:00;
  • სახელფასო ბიუჯეტი - 2,500-3,000 (NET), მოიცავს ფიქსირებულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ დანამატებს გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: join@tbilvino.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას!