საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

 

„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს. თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

● ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

● საოპერაციო ხარჯების ყოველთვიური აღრიცხვა;

● კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზში აქტიური ჩართულობა;

● დეპარტამენტის საჭიროებიდან გამომდინარე (ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და ყოველწლიური) რეპორტების მომზადება;

● ძირითად ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

● ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

● უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;

● ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;

● საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

● მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

● დეტალებზე ორიენტირებულობა;

● სისხარტე და აკურატულობა;

● დროის ეფექტურად მართვის უნარი;

● პროაქტიულობა და ინიციატივიანობა;

● გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ფინანსური ანალიტიკოსი“.

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.