საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს “ჰიდროდიაგნოსტიკა”, წამყვანი ქართული კომპანია საკონსულტაციო, საინჟინრო და ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სფეროში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სისტემების უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე.

 

კომპანია დაარსდა 2005 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:

• განახლებადი ენერგია და ჰიდროენერგეტიკა;

• ინფრასტრუქტურული პროექტები;

• წყლის რესურსები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება

• საინჟინრო-სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი

• ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დიაგნოსტიკა და უსაფრთხოების ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემები;

• გეო-ეკოლოგიური საფრთხეების შესწავლა, მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილების სისტემები;

• წყლის რესურსები - ჰიდრო-მეტეოროლოგია და ჰიდრომეტრია;

 

ძირითადი მოვალეობები:

• საინჟინრო პროექტების შემუშავება, მათ განვითარებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

• მონიტორინგის სისტემების გამართული/საიმედო მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა, შესაძლო გაუმართაობის-დეფექტების აღმოფხვრა და მწარმოებლის ტექნიკურ სამსახურებთან მჭიდრო კომუნიკაცია;

• საველე კვლევით-გაზომვით ექსპედიციებში მონაწილეობა და სხვადასხვა ანალიტიკურ(საინფორმაციო)-გამზომი ხელსაწყოების გამოყენება

• საინჟინრო სფეროსთან დაკავშირებული ელექტრონული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაცია-გამართვა.

• ელექტრონული კომპონენტებით სხვადასხვა არქიტექტურის სისტემების შემუშავება და აწყობა;

• პროექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების, კომპონენტების და სისტემების შერჩევა, აწყობა-ტესტირება, საველე სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება-ზედამხედველობა და ექსპლოატაციაში გაშვება;

• საინჟინრო გუნდთან მუშაობა პროექტის გეგმის შემუშავებაში. პროექტის ბიუჯეტის, კალენდარული გეგმა-გრაფიკის, ცოცხალი ძალის, მასალების და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრა;

 

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის, საინჟინრო-ტექნოლოგიური ან მსგავსი მიმართულებით, შესაძლებელია მაგისტრანტი;

• აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

• ელ. თეორიის პრინციპების რეალურ საინჟინრო პროექტებში გამოყენების უნარი;

• ელ. სქემებისა და ნახაზების გარჩევისა და ბაზისური გამოთვლების გაკეთების უნარი;

• ელ. სისტემების ტექნიკური დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;

• სასურველია მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის რომელიმე პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (მაგ: Tableau, MS Power BI, MS Excel, Matlab, R Studio…)

 

ჩვენ გთავაზობთ:

• კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

• პოზიტიურ, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

• საერთაშორისო გამოცდილებას;

• სწავლებისა და განვითარების პროგრამებს;

• სტაჟირების პერიოდში სახელფასო რეინჯი: 500-800 ლარი;

 

შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას შესაძლებლობა მიეცემათ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაესწრონ სხვადასხვა ტრეინინგებსა და საერთაშორისო სემინარებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და დასაქმდნენ კომპანიაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hydrodiagnostics.ge