საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. “ეფეს საქართველო“ უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

 

“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ანაზღაურებად 6-თვიან სტაჟირებას შემდეგ პოზიციაზე:

პოზიცია: სტაჟიორი ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიების (IDS) დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი და სოფ. ნატახტარი

სამუშაო საათები: 09:00 – 18:00

 

სტაჟიორს ასევე ვთავაზობთ ბენეფიების პაკეტს:

• ჯანმრთელობის დაზღვევა (დაფარვა 100%-ით)

• ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან • სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს ძირითადი მოვალეობები:

• Cross Functional პროექტებში მონაწილეობა

• მომწოდებლებთან კომუნიკაცია

• ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიების (IDS) დეპარტამენტში არსებულ პროექტებში აქტიური მონაწილეობის მიღება

• საბაზისო კომპიუტერული პრობლემების აღმოფხვრა

• დოკუმენტაციასთან მუშაობა (კონტრაქტები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა)

• Excel-ში მარტივი რეპორტების აწყობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• კომპიუტერული მეცნიერების ან მომიჯნავე ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბაკალავრის საფეხური);

• MS Office-ის (Word, Excel, Power Point) ცოდნა;

• ანალიტიკური აზროვნება

• სხვადასხვა დავალების ერთდროულად მართვისა და შესრულების უნარი;

• ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

 

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

 

“ეფეს საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები „ეფეს საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;

** „ეფეს საქართველო“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 20 დეკემბერი.