საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აცხადებს პრაქტიკანტების მიღებას. (2 პრაქტიკანტი).

გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში პრაქტიკის გავლის მიზანია უმაღლესი იურიდიული განათლების მიმღები სტუდენტებისა და უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების და სრულყოფის ხელშეწყობა.

პრაქტიკანტი გაეცნობა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობას მიიღებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მომზადებასა და შესაბამისი დოკუმენტების შედგენაში, კერძოდ: 

  • ·საქართველოს პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, კვლევების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში თარგმნა და ანგარიშგება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ·ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების, საერთაშორისო კომიტეტების გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში თარგმნა და შესრულების ანგარიშების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ·დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა და ანალიზი;
  • ·დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევისა და ანალიზის ჩატარება, შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

პრაქტიკის გავლის პერიოდი განისაზღვრება 3 თვით, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 3 თვით. პრაქტიკის დასრულების შემდეგ მოხდება პრაქტიკანტების საქმიანობის შეფასება და გაიცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა.

 

პრაქტიკის გავლის პირობები

●       10-20 საათი კვირაში, სტუდენტის დატვირთვის მიხედვით.

●       ნაწილობრივ შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა, დროის არაუმეტეს 50%

●       საჭირო სამუშაო სივრცითა და მოწყობილობებით უზრუნველყოფს  პროკურატურა

 

ძირითადი მოთხოვნები პრაქტიკის გავლის მსურველთათვის:

  • ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლა ან ბაკალავრის ხარისხი
  • ·პრაქტიკანტი შესაძლებელია იყოს მაგისტრატურის სტუდენტიც
  • ·ინგლისური ენის ფლობა (C1 დონეზე). სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს TOEFL ან IELTS გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • ·სამართლებრივი აქტების ცოდნა:
    (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია,  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია; „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;  საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულება.)
  • ·კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა.

 

შერჩევა:

პრაქტიკანტების შერჩევა მოხდება  წერითი დავალებისა და გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, მონაცემები პრაქტიკანტობის კანდიდატების შესახებ (CV)  2023 წლის 15 დეკემბრამდე გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hrprokuratura@pog.gov.ge