საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 05/12/2023 - 18/12/2023

კომპანია Digitron აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში

პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე
დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და
საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის
- 1C-ის ბაზაზე. ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ვაკანსიის დასახელება ანაზღაურებადი სტაჟირება სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

სამუშაო საათები:  სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

ხანგძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

ფუნქცია/მოვალეობები
 პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება
 სამუშაო ფაილების მომზადება
 კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
 კლიენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა
 პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება
 ტექნიკური დავალებების მომზადება
 სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
 სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
 
მოთხოვნები:
 განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)
 სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
 ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
 MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
 ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
 გუნდურად მუშაობის უნარი
 ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ანაზღაურებადი სტაჟირება სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში“ განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18.12.2023