საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ მე-5 ნაკადი იწყება.

 

„თიბისი კემპში“ მონაწილეობა შეუძლიათ ფინანსებით, საინვესტიციო საბანკო საქმიანობით და ეკონომიკის მიმართულებით დაინტერესებულ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.

 

პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს აქვთ შანსი გახდნენ თიბისი კაპიტალის სტაჟიორები ან პირდაპირ მიიღონ შეთავაზება და დაიწყონ მუშაობა ჩვენ გუნდში. ასევე, მათთვის ვისაც არ აქვთ დასაქმების სურვილი, მოტივაციის მიზნით გამარჯვებულებს გადავცემთ აქციებს.  

 

გიზიარებთ პროგრამის მიმდინარეობას:

  • პროექტის პირველ ეტაპზე, სტუდენტებს შევხვდებით და თიბისი კაპიტალის საქმიანობასა და პროექტს გავაცნობთ.
  • შეხვედრა გაიმართება ონლაინ, 30 ნოემბერს, 18:00 საათზე. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება: https://link.tbc.ge/Camp-registration
  • შეხვედრის შემდეგ, დარეგისტრირებული სტუდენტები დავალებას ქეისის ფორმატით მიიღებენ.
  • შესრულებულ დავალებას ჟიურის წევრები გადახედავენ და გამოავლენენ მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს.  
  • თიბისი კემპის ფინალური ეტაპი იანვრის ბოლოს, ფინალური გამოცდების დასრულების შემდეგ, ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც სტუდენტებს დავალებას გავაცნობთ და ფინალისტ გუნდებს დავაკომპლექტებთ. გუნდები პრეზენტაციებს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით მოამზადებენ. პროექტების წარდგენის შემდეგ, ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს.

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენ საიტზეც.