საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 22/11/2023 - 10/12/2023

სს „საქართველოს ბანკში" ციფრული არხების გამოცდილ ან დამწყებ ანალიტიკოსს ვეძებთ.

 

თუ ფიქრობ, რომ ანალიტიკური აზროვნება შენი ძლიერი მხარეა, გიყვარს მონაცემები და, რაც მთავარია, მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, შესაძლოა, სწორედ შენ იყო ის, ვინც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის შექმნელ გუნდში:
 

®    ციფრული პროდუქტების პერფორმანსის გაზომვისა და მნიშვნელოვანი მიგნებების აღმოჩენის მიზნით შექმნის და მართავს რეპორტებს PowerBI-სა თუ სხვა შესაბამისი პლატფორმის გამოყენებით

®    შეაფასებს ახალი ციფრული პროდუქტების მომგებიანობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს

®    გააანალიზებს გაყიდვების კამპანიებს, რათა განსაზღვროს მათი ეფექტურობა და დააინიციროს შესაბამისი ცვლილებები

®    ციფრული დეპარტამენტის სხვადასხვა გუნდთან კოლაბორაციით შეიმუშავებს და თვალ-ყურს ადევნებს შესრულების ძირითად ინდიკატორებს (KPI)

®    მუდმივად ადევნებს თვალს ინდუსტრიის ტენდენციებს კომპანიაში საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით
 

 სასურველია, რომ:

®    იყო ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის კურსდამთავრებული/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

®    გქონდეს ანალიტიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

®    იცოდე SQL/Power BI
 

ჩვენთან დაგხვდება:

®    სხვადასხვა კომპეტენციის მქონე, გამოცდილი პროფესიონალებით სავსე, ღია და კოლაბორაციული გარემო

®    ჰიბრიდული სამუშაო განრიგი

®    სხვადასხვა პროფესიული კურსისა და ტრენინგების გავლის შესასძლებლობა

®    კონკურენტული ხელფასი და შესრულების შესაბამისი ბონუსი

®    სხვა ბენეფიტები (დაზღვევა, სპორტდარბაზი, სათამაშო ოთახები და ა.შ.)

 

თუ ფიქრობ, ეს ყველაფერი საშენოა, გამოგვიგზავნე რეზიუმე 10 დეკემბრამდე და ერთად გამოვავლინოთ შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული