საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა.

 

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 9000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

 

მრავალწლიანი საწარმო გამოცდილების მქონე სს ნიკორას შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ ინჟინერიით, კვების ინდუსტრიის საწარმო-საინჟინრო, ზოგადად პროექტირებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ახალ სამუშაო პოზიციას, რომლის მიზანია საინჟინრო პროცესების გათანამედროვება, ახალი ქარხნის მომზადება ექსპლუატაციისთვის და შესაბამისად, ინოვაციების დანერგვა.

 

შპს „ნიკორა“ აცხადებს ტექნიკურ დეპარტამენტში საწარმოს ინჟინერის პოზიციაზე ვაკანსიას:

 

ძირითადი სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირა-პარასკევი, 09:00-18:00
  • სამუშაო ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით;


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

საწარმო პროცესების მიმართულება:

  • საწარმოო პროცესების საინჟინრო ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის კოორდინირება და კარგი საწარმოო პრაქტიკის შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • საწარმოში არსებული საინჟინრო სისტემების, დანადგარებისა და ტექნიკური მოწყობილობების გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა;
  • საჭირო მოწყობილობების, დანადგარების, ცვეთადი ნაწილების შერჩევა, შეკვეთა სადა მარაგების მართვაში მონაწილეობის მიღება;
  • საინჟინრო სისტემების და დანადგარების გეგმური და არაგეგმური ტექნიკური მომსახურებების და საკვალიფიკაციო/სავალიდაციო სამუშაოების გუნდის წევრებზე გადანაწილება და ჩატარება;
  • სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;
  • ავტომატიზებული ინფორმაციული/საწარმო სისტემებისა და მართვის სისტემების ტექნიკური საშუალებების კომპლექსების კონფიგურირება და ექსპლუატაციაში მიღება, მომხმარებლების კონსულტირება და ტექნიკის ათვისებასა და შემდგომ ექსპლუატაციაში მონაწილეობა;
  • არასტანდარტული ტექნიკური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება.

 

ახალი საწარმო/სამშენებლო პროექტების მიმართულება:

  • პროექტის დოკუმენტაციის წარმოება;
  • პროექტის ტექნიკური რჩევების განხორციელება;
  • სამშენებლო პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, კალენდრის/რესურსის გრაფიკის მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
  • მშენებლობის პროცესში პროექტის დოკუმენტაციაში ცვლილებების კონტროლი;
  • ობიექტის მუდმივი შემოწმება და წარმოქმნილი ტექნიკური და საინჟინრო პრობლემების ოპტიმალური და სწრაფი გადაწყვეტა;
  • ობიექტის შემოწმების საფუძველზე რეპორტების წარმოება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
  • ტექნიკური რისკების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო-ტექნიკური განხრით (მაგ. საინჟინრო-ტექნიკური, ფიზიკა, მექანიკა, ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერია და ა.შ.);

ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, Power Point, Outlook, CAD) ცოდნა;

ერთ-ერთი ევროპული ენის (ინგლისური ან რუსული -  B2 დონე) ცოდნა;

საინჟინრო სისტემებთან, დანადგარებთან და ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.


თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge   სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.