საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ITF GLOBAL" არის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო კომპანია, რომელიც 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფა და ICT მიმართულება. დღევანდელი მოცემულობით კომპანია აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს ასეულობით საერთაშორისო კომპანიასთან.



ჩვენი ხარისხიანი სერვისი და ყოველდღიური წარმატება გვაძლევს საშუალებას, რომ მუდმივ რეჟიმში განვითარდეთ და გავიზარდოთ.



კომპანია "ITF GLOBAL"-ი აცხადებს მიღებას IT ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე.



ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის დაინტერესებულ მხარეებს შორის ბიზნეს საჭიროებების/პროცესების განსაზღვრა, ანალიზი, ტექნიკური დავალების შემუშავება, შეთავაზება და დანერგვა
** ბიზნეს სტრუქტურებთან/დეპარტამენტებთან შეხვედრების ორგანიზება, დასწრება და შეხვედრაზე გავლილი ბიზნესს პროცესების, დეტალების, ბიზნეს და IT დავალების დეტალების ან ზოგადი კონცეფციის განხილვა, შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
** ბიზნეს პროცესების შეფასება და აღწერა, დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების წინასწარ განსაზღვრა, გაუმჯობესების გზების გამოვლენა და გადაწყვეტილებების მომზადება და განხორციელება.
** ბიზნეს სტრუქტურებთან/დეპარტამენტებთან მუდმივი რეჟიმში კომუნიკაცია, დავალების შემუშავება, განხილვა და რეკომენდაციების გაწევა.
** ბიზნეს ტექნიკური დავალების მომზადება, ამოცანის დასმა IT-სთვის
** პრეზენტაციის ინგლისურ და ქართულ ენაზე მომზადება და ჩატარება



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ასევე საკომუნიკაციო)
** MS Office ის ცოდნა
 

დამატებით უნარ-ჩვევები:

** გუნდურობა
** საქმეზე კონცენტრირება
** პროფესიული განვითარების სურვილი
** თავდაჯერებულობა
** კომუნიკაბელურობა
** კრეატიული აზროვნება
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, დაიწყოთ მუშაობა წარმატებულ და მუდმივად წინსვლაზე ორიენტირებულ, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@itforce.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.