საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

 

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა „გეფა“ მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop,  ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ  ამერიკულ ბრენდს Carter’s  და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.

 

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და  კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

 

შენ ძალიან მოგეწონება გეფა-ში მუშაობა თუ მნიშვნელობას გუნდურობას, ზრუნვას, პროფესიულ ზრდას და ინოვაციას ანიჭებ.

 

კომპანია "გეფა"  ეძებს გუნდის წევრს შემდეგ პოზიციაზე: უმცროსი ბუღალტერი.

 

ვის ვეძებთ ჩვენ:

ენერგიულ, მონდომებულ, ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც ხიბლავს საქმის დინამიური ტემპი, გამოწვევები და დიდ გუნდში მუშაობა.

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს, რომლისთვისაც ადამიანი უპირველესი ღირებულებაა.


რა დაგევალებათ:
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების, ბალანსისა და მოგება-ზარალის ჩანაწერების სისწორის გაკონტროლება;
** ბუღალტრული ოპერაციების დროული აღრიცხვა და გადასახადების დარიცხვა;
** ღიმილი და მეგობრობა!

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების Ms Office (Word, Excel) ცოდნა სამუშაო დონეზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.

 

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.