საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„გალტ ენდ თაგარტი“ აცხადებს ვაკანსიას კაპიტალის ბაზრის ასოცირებული ბანკირი
პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები:

 კორპორატიული სექტორის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროექტების
სამუშაო პროცესის სრულად წარმართვა სამსახურის უფროსთან კოორდინაციით;
 მომხმარებლენთან ურთიერთობა, დროული და ეფექტური კომუნიკაცია და
ხელმისაწვდომობა;
 გუნდის უმცროსი წევრების მიერ შეთავაზებისა და სხვა დოკუმენტაციის
მომზადების პროცესების მართვა, დოკუმენტაციის ხარისხის უზრუნველყოფა და
საქართველოს ეროვნულ ბანკთან დამტკიცების პროცესის წარმართვა;
 კომპანიების მიერ სასურველი რეიტინგის მოპოვების პროცესში ჩართულობა, მათ
შორის, ფინანსურ/საკომუნიკაციო მასალების მომზადებისა და სარეიტინგო
სააგენტოსთან შუამავლობის კუთხით.
 ინვესტორებთან კომუნიკაციის დაგეგმვა, საჭირო მასალების/ინფორმაციების
მომზადება და დისტრიბუციის პროცესის მართვა სხვადასხვა არხებში;
 ემიტენტების მხარდაჭერა ფ/ქ-ებთან დაკავშირებულ აქტივობებში, მათ შორის
ინვესტორებთან კომუნიკაციაში;
 ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების განვითარებებზე
დაკვირვება და სიახლეების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
 განათლება: ბაკალავრის ხარისხი, სასურველია განათლება საფინანსო ან საბანკო
საქმეში;
 სასურველია CFA 1 დონე ან ექვივალენტი ცოდნის დემონსტრირებული არსებობა;
მათ შორის:
 კორპორატიული ფინანსების და რისკების ცოდნა;
 ფინანსური ანგარიშგებების სრულფასოვნად გააზრება/ანალიზის შესაძლებლობა;
 ფინანსური ბაზრების ძირითადი პრინციპების ცოდნა და ინტერესი;
 კორპორატიული სექტორის ძირითადი მახასიათებლების ცოდნა;

სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საბანკო/საფინანსო სფეროში (უპირატესობა მიენიჭება
კორპორატიულ საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილებას);

აუცილებელი ცოდნა, უნარები:

 ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
 კლიენტებთან კომუნიკაცია;
 პროექტების მართვა;
 დროის მენეჯმენტი;
 დეტალებზე ორიენტირებულობა;
 გუნდურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული
ფოსტით მისამართზე: gtjobs@gt.ge არაუგვიანეს 2023 წლის 20 ნოემბერს გთხოვთ,
სათაურის (‘Subject”) ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.