საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 03/11/2023 - 19/11/2023

კომპანია BDO აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აპლიკაციების მხარდაჭერის
სპეციალისტის პოზიციაზე შიდა პროექტების მართვის განყოფილებაში
BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია,
რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს
სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და
მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი
პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164
ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი
წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო
კომპანიებს შორის.
BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ
სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე
ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება ანაზღაურებადი სტაჟირება - აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
ხანგრძლივობა 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან,

დასაქმდებიან კომპანიაში

სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

აღწერა

პროექტების მართვის ოფისის მისიაა ხელი შეუწყოს BDO-ს ციფრულ
ტრანსფორმაციას სხვადასხვა ტექნოლოგიების დანერგვისა და ციფრული
პროექტების მართვის გზით, რათა უზრუნველყოს ბიზნეს პროცესების
ავტომატიზაცია და ინფორმაციის სწრაფი გაცვლა კომპანიაში.
ფუნქცია/მოვალეობები
• კომპანიაში არსებული აპლიკაციების და პროგრამული
უზრუნველყოფების მხარდაჭერა და ადმინისტრირება
• პროგრამულ უზრუნველყოფებთან დაკავშირებული საკონსულტაციო
და სადიაგნოსტიკო სამუშაოების განხორციელება
• კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი
• ახალი აპლიკაციების და პროგრამული უზრუნველყოფების დანერგვაში
მონაწილეობის მიღება
• პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური
დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების მომზადება
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მასთან
დაკავშირებული მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი
კურსის სტუდენტებიც)
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი
კომუნიკაცია)
• სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
• MS Office-ის პროგრამების ცოდნა
• თანამედროვე ტექნოლოგიებთან/პროგრამულ უზრუნველყოფებთან
სწრაფად ადაპტაციის უნარი

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• გუნდურად მუშაობის უნარი
• რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან
გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში
მიუთითოთ „ანაზღაურებადი სტაჟირება - აპლიკაციების მხარდაჭერის
სპეციალისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19.11.2023
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში
ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს
(დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ
განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული
(გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით.
აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის
შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ
შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც)
ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ
შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა
დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში,
ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული
თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე
გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ
შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ
განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი
ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის
პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი
სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და
სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური
ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი,
პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული
კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.