საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 31/10/2023 - 10/10/2023

სათაურში: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
EBIT Group აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანური ანალიტიკოსის პოზიციაზე
EBIT Group წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც ბაზარზე
წარმოდგენილია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის, ტრენინგ ცენტრის და ტექ
კომპანიის სახით; ჯგუფის მიზანია ორგანიზაციების მხარდაჭერა ბიზნესის
განვითარებაში, როგორც საკონსულტაციო კუთხით, ასევე ინვესტიციების მოზიდვით
და პერსონალის გადამზადებით სხვადასხვა პრაქტიკული ტრენინგების დახმარებით.
EBIT Group კონსულტირებას უწევს საქართველოში მოქმედ უმსხვილეს
კორპორაციებს როგორც ფინანსების მართვის, ასევე საოპერაციო მენეჯმენტის და
IFRS სტანდარტების მიმართულებით. www.ebit.ge
ფუნქცია მოვალეობები:
 კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადება
 კომპანიების მოკლე/გრძელვადიან ფინანსურ პროგნოზირებაში აქტიური
ჩართულობა, ფინანსური მოდელირება სხვადასხვა გადაწყვეტილებისა თუ
ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის;
 კომპანიების ბიუჯეტების პროცესში ჩართულობა, ფაქტობრივი მონაცემების
მიმდინარე და გასული პერიოდის ბიუჯეტთან შედარება და
დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება
 კომპანიების ფულადი სახსრების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის
მიღება
 ბიზნესის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება
 სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება
 კომპანიებში პრეზენტაციების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
 უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან
ეკონომიკის მიმართულებით, განიხილება აღნიშნული მიმართულებით მე-3
ან მე-4 კურსის სტუდენტები
 პროგრამა Excel–სა და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა
 განვითარებული მათემატიკური უნარები
 ანალიტიკური აზროვნების უნარი
 განვითარებაზე ორიენტაცია

სამუშაო გრაფიკი: არასრული, შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ
ელ.მისამართზე: career@ebit.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 10 ნოემბერი