საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 31/10/2023 - 31/10/2023

ევექსი აცხადებს შერჩევას ხელოვნებით თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

 

ძირითადი მოვალეობები:

ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და გეგმის შედეგნა;

წლიური გეგმის შესაბამისად ხელოვნებით თერაპიის  სეანსების ჩატარება;

წლიური გეგმის შესაბამისად ხელოვნებითთერაპიის სეანსების ჩატარება;

მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;

შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;

სამუშაო გარემოს მომზადება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ფსიქოლოგიის მაგისტრი;

სპეციალური ტრენინგ-კურსი ხელოვნებით თერაპიაში;

სხვა პროფესიის სპეციალისტებისთვის 3 წლიანი სასერთიფიკატო კურსი ხელოვნებით თერაპიაში;

დამოუკიდებლად  მუშაობის გამოცდილება, სასუსრველია მათ შორის  აუტიზმის მქონე ბავშვებთან;

სასურველია ქცევითი თერაპიის საფუძვლების ცოდნა;

ინგლისური ენის ცოდნა.

 

 პიროვნული უნარები:

პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი;

ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი;

მოქნილობა და დამოუკიდებლობა;

თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;

დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგიუნარი.

გუნდური მუშაობის უნარი

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი,2023 წელი

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.


მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.