საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 31/10/2023 - 15/11/2023

კომპანიის შესახებ
სს „თიბისი დაზღვევა“ სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე
კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.
თიბისი დაზღვევის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი,
ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: მცირე და მიკრო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერის
პოზიციაზე.
 სამუშაო ადგილი: თბილისი
 სამუშაო გრაფიკი: სრული
 შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო
ჩვენთან დასაქმების შემთხევაში: 
 შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
 გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
 იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:
 გაყიდვების მართვა და კონტროლი;
 პირადი პორტფელის ზრდაზე ზრუნვა გეგმების შესაბამისად;
 პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება და მოზიდვა;
 საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
 მომხმარებლების ბაზების შექმნა, დამუშავება და განვითარება;
 მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება - AML პროცესის
დასრულება;
 ანდერაიტინგის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.
 საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო განყოფილებასთან პოლისების შეკვეთის
უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
 სასურველია საბანკო ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
 საოფისე პროგრამების  ცოდნა;
 სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
 ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
 მოლაპარაკების წარმოების უნარი;
 გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
 ორგანიზებულობა;
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)
ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „მცირე და მიკრო ბიზნესის გაყიდვების
მენეჯერი“.
სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა
ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის
პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების
დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის
შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან
წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.