საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 27/10/2023 - 19/11/2023

ამერიკული კვების რესტორენების ქსელი Wendy’s და Dunkin აცხადებენ ვაკანსიას HR ადმინისტრირებისა და ფეიროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის #11

მოვალეობები:
 კომპანიის HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნა/მოდიფიცირებაში მონაწილეობა
 ადამიანური რესურსების ოპერაციების/ HR სოფტის (VabaCo) ადმინისტრირება
 დასაქმებულთა ნამუშევარი საათების აღრიცხვის მონიტორინგი/ სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დადგენილი წესით წარმოების უზრუნველყოფა/HR სოფტის (Self.ge) ადმინისტრირება
 დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, მატერიალური კომპენსაციების და სხადასხვა ბენეფიტების ადმინისტრირება/მართვა
 ბონუსების დაანგარიშება/ადმინისტრირება კომპანიაში დადგენილი საბონუსე სისტემის შესაბამისად
 სხვადასხვა სახის რეპორტების/ანგარიშების მომზადება
 შემოსავლების სამსახურის საიტზე დაქირავებულ პირთა რეესტრის მუდმივი განახლება
 მონაწილეობა კომპანიაში დანერგილი HR სოფტების სრულყოფაში, მისი გამართული და უშეცდომო მუშაობის, მონაცემთა მთლიანობის უზრუნველყოფა
 მონაწილეობა დასაქმებულებთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მართვაში: ხელშეკრულებების და სხვა თანმდევი დოკუმენტების, სამუშაო ინსტრუქციების, ბრძანებების, პირადი საქმეების შექმნა/წარმოება/განახლება/მოწესრიგებაში
 მონაწილეობა დეპარტამენტში დაგეგმილ სხვადასხვა HR პროექტებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება - HR ადმინისტრირების მიმართულებით
 Soft-ებთან მუშაობის გამოცდილება
 საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
 საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
 ინგლისური ენის ცოდნა

უნარები:

 ორგანიზებული და დეტალებისადმი ყურადღებიანი
 ანალიტიკური აზროვნების უნარი
 ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
 გუნდში მუშაობის უნარი
 დროის ეფექტურად მართვის უნარი
 პასუხისმგებლიანი
 განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@wendys.ge