საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 27/10/2023 - 19/11/2023

ამერიკული კვების რესტორენების ქსელი Wendy’s და Dunkin აცხადებენ ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის #11

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 გაყიდვების და მარკეტინგული მონაცემების შეგროვება / ანალიზი ტრენდების და შესაძლებლობების გამოსავლენად;
 რეგულარული რეპორტების წარმოება, დეშბორდის (გამარტივებული ვიზუალიზაციის) შექმნა KPI-ების თვალსაჩინოებისთვის;
 გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვისა და მარკეტინგული კამპანიის ეფექტური ტარგეტირებისათვის, მომხმარებლის სეგმენტაცია ქცევისა და დემოგრაფიის ჭრილში;
 გაყიდვების მაქსიმალურად მიახლოვებული პროგნოზის შექმნა და მუდმივი განახლება;
 მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შეფასება. მათ შორის ROI ანალიზი;
 მომხმარებლების ქცევის და უკუკავშირის ანალიზი, მომხმარებლის შენარჩუნებისა და ლოიალურობის გაუმჯობესების მიზნით;
 მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით რეკომენდაციების გაცემა;
 მარკეტინგული და გაყიდვების ანალიტიკისთვის ახალი ტექნოლოგიების მოძიება, რეკომენდაცია.

ძირითადი მოთხოვნები:
 ბაკალავრი (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგში ან ფინანსებში;
 Excel-ის, ასევე მონაცემების დამუშავების და ვიზუალიზაციის სხვა პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Power BI და Tableau);
 გამოცდილება CRM ტექნოლოგიებთან და ვებ/მობაილ ანალიტიკის პლატფორმებთან (Google Analytics) ჩაითვლება უპირატესობად;
 სტატისტიკის ანალიზის შესაძლებლობა და გათვლების მოდელირების წარმოების ცოდნა;
 ინგლისური ენის ცოდნა Upper Intermediate დონეზე;
 კარგი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@wendys.ge

სხვა ვაკანსიების სანახავად გადადით ლინკზე: http://wendys-dunkin.jobs/