საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს. სტაჟიორთა მიღება ხორციელდება გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის 30 ვაკანტურ პოზიციაზე. 
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ექვსთვიან ანაზღაურებად მოსამზადებელ სასწავლო კურსს (როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს). პროგრამის მონაწილეები სამ თვიან სწავლებას გაივლიან ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო სამ თვიან პრაქტიკულ მეცადინეობებს - საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში.

სტაჟიორის მოვალეობებისა და მოთხოვნების გასაცნობად, ასევე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://is.ge/ka-ge/stajireba
რეგისტრაცია გრძელდება 13 ნოემბრამდე.