საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 23/10/2023 - 23/11/2023

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის
მიმართულებით საქართველოში.
კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს
გარდა „გეფა“ მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე
კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის
საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou,
ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter’s.
გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად
სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის
ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა
ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას „მარკეტინგის მენეჯერის“ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა
მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება, წლიური და კვარტლური KPI-ების განსაზღვრა და მათი
კონტროლი/მართვა.
მარკეტინგული და პრომო აქტივობების კალენდარის შედგენა/ შესრულება და კონტროლი;
დაგეგმილი აქტივობების ანალიტიკა და რეპორტინგი; მარკეტინგული დანახარჯების
რეპორტების მომზადება
CSR აქტივობების დაგეგმვა, პარნტიორების მოძიება და კაპმანიის ეფექტურობის განსაზღვრა.
მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითრება;
მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მედია, კრეატიული
სააგენტოები, სარეკლამოები) მოლაპარაკებების წარმოება/ ურთიერთობა და კომპანიის
ინტერესის დაცვა;
მარკეტინგული კვლევების (მომხმარებლის, კონკურენტებისა და ბაზრის კვლევა) დაგეგმვა და
შესრულების უზრუნველყოფა; შედეგების ქმედებებში გადმოტანა და მისი კონტროლი;
ბრენდების უცხოელ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მარკეტინგულ საკითხებთან
დაკავშირებულ თემებზე - კამპანიებსი შეთანხმება, მართვა და რეპორტინგი;
სოციალური მედიასა და კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხებზე ინფორმაციის განთავსების
კონტენტის შემუშავება და კოორდინირება;
გაყიდვის ობიექტების ინტერიერ-ექსტერიერის ფორმირება-დამზადებაში მონაწილეობა
(სტიკერი, ბანერი, ფოტოები, ბეიჯები, უნიფორმა);
სარეკლამო და სასაჩუქრე მასალების პოლიგრაფიულ საკითხების მომზადებაში მონაწილეობა
(ფასმაჩვენებლები, ვობლერები, პოსტერები, ფლაერები, ვაუჩერები);
ღონისძიებების, სადღესასწაულო ინვენტარის და აქციების მომზადებაში მონაწილეობა;
სეზონური აქციებში ჩართულობა - საჭირო მასალის მოძიება და მოლაპარაკება
მომწოდებლებთან;
დოკუმენტაციის მართვა და დროული აღრიცხვიანობა

პასუხსიმგებელია მის მიერ შესასრულებელი პროცესის ხარისხზე, შედეგებსა და
ეფექტურობაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მარკეტინგის/მომიჯნავე პროფესიული მიმართულებით;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უცხო ენების ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა.
სასურველია ტექსტილის მიმართულებით გამოცდილება.

ვის ვეძებთ ჩვენ: ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის, კარგი კომუნიკაციისა და
ორგანიზების უნარით გამორჩეულ გუნდურ მოთამაშეს. ძალიან დავაფასებთ თუ შენ ხარ
ენერგიული, შეგიძლია დროისა და რესურსის სწორი მართვა და გაქვს ცვლილებების მაღალი
მიმღებლობა.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში
("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დასაქმება მოხდება შესაფერისი კანდიდატის მომართვისთანავე.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის
მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური
მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით
გათვალისწინებული წესით.