საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 06/10/2023 - 27/10/2023

სს „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი აცხადებს დროებით ვაკანსიას ინსტრუქციის ინჟინრის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ - საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ავითარებს და ნერგავს ხელოვნური ინტელექტის სისტემებს. დღესდღეობით ყურადღებას ვამახვილებთ ქართული მეტყველების ტექნოლოგიებზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ტალანტებს,  რომლებიც დაეხმარებიან გუნდის წევრებს ქართული მეტყველების ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში.

კონტრაქტის ტიპი: 1 თვიანი მომსახურების ხელშეკრულება

შენი როლით გუნდში:

·       შექმნი და დაავალიდირებ ინსტრუქციებს (დავალებებს, მითითებებს) (კვირაში 300 ერთეული);

·       გაასწორებ ტექსტს, დაარედაქტირებ და შეამოწმებ ხარისხს;

·       შეაჯამებ ტექსტს (მოკლე შინაარსის გადმოცემა);

·       ჩამოაყალიბებ ტექსტიდან კითხვებსა და შესაბამის პასუხებს;

·       მიმოიხილავ მოცემულ საკითხებს (დაწერ მცირე ზომის თემებს);

·       დაახარისხებ ტექსტს თემატურად;

·       მონიშნავ ტექსტში სიტყვათა კატეგორიებს;

·       გააგრძელებ ტექსტს (დიალოგს) აზრობრივად;

·       დასვამ სიტუაციურ ამოცანებს;

·       გაასწორებ ინგლისურიდან ნათარგმნ ქართულ ტექსტებს;

·       შეუსაბამებ ქართულ და ინგლისურ ტექსტებს ერთმანეთს.

რა გჭირდება ინსტრუქციის ინჟინრის პოზიციაზე:

·       ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული;

·       სხარტი, ლოგიკური აზროვნება;

·       გამართულად წერის უნარი;

·       Microsoft Office Word-თან მუშაობის გამოცდილება;

·       ქართული ენის გრამატიკის ცოდნა;

·       ინგლისური ენა - B2

ჩვენ გთავაზობთ:

·      სრულად დისტანციურ სამუშაო საათებს.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.

გამოგზავნის ბოლო ვადა 20/10/2023

ველით შენთან შეხვედრას!