საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში
შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი,
რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი
ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი
ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.
Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე
ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ
ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი
და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით,
გამოცდილებით და ცოდნით.
Nexia TA აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის
დეპარტამენტში. სტაჟირება მოიცავს სასწავლო პროგრამასა და პრაქტიკულ მუშაობას.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.

სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.
მოთხოვნები:
• ფინანსური მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის
სტუდენტი;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე:
hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
- „სტაჟირება ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტში".

გისურვებთ წარმატებებს!