საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 29/09/2023 - 11/10/2023

კომპანია BDO აცხადებს ვაკანსიას შეფასების კონსულტანტის პოზიციაზე
კორპორაციული ფინანსების მიმართულებაში
BDO არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999
წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს
სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან
ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და
გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა
წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია
უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ
სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე
ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება
სამუშაო საათები

შეფასების კონსულტანტი
სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

აღწერა

ფუნქცია/მოვალეობები:
• შესაფასებელი ობიექტის ინსპექტირების დაგეგმა და ვიზუალური
დათვალიერება
• ობიექტის დახასიათება/აღწერის გაკეთება
• უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრის შესწავლა
• შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება
• პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
• შეფასების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
(წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
• სასურველია MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა
• დროის ეფექტურად მართვის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან
გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში
მიუთითოთ “შეფასების კონსულტანტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა
11.10.2023

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში
ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს
(დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ
განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული
(გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით.
აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის
შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ
შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც)
ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ
შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა
დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში,
ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული
თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე
გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ
შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ
განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი
ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის
პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი
სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და
სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური
ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი,
პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული
კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.