საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს-სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, BDO-ს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის. BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე BDO
Academy-ს ტრენინგებით.

ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი


სამუშაო საათები
სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

აღწერა ფუნქცია/მოვალეობები:

• კლიენტებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა საგადასახადო დაბეგვრის საკითხებში
• რთული/არასტანდარტული საგადასახადო შემთხვევების ანალიზსა და რეკომენდაციის შემუშავებაში მონაწილეობა
• პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
• საგადასახადო ან ბუღალტერიის მიმართულებით, მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
• სასურველია საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
• საგადასახადო დეკლარაციების მომზადების გამოცდილება
• საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
• საგადასახადო კოდექსის ცოდნა
• ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესად
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
• MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:
• თავაზიანი და კეთილგანწყობილი
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• მოლაპარაკების წარმოების უნარი
• გუნდის მართვის უნარი
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
• დროის ეფექტურად მართვის უნარი
• ორგანიზებული
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• დეტალებზე ორიენტირებული
• ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „საგადასახადო კონსულტანტი“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა
05.10.2023