საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/09/2023 - 16/10/2023

საერთაშორისო კომპანია Şişecam აცხადებს გლობალური სტაჟირების პროგრამას ერთად" და HR მიმართულებით დაინტერესებულებს გიწვევთ მონაწილეობისთვის. პროექტში მიიღებ შემდეგი სახის უნიკალურ გამოცდილებას :

  • განავითარებ უნარებს გლობალური კარიერული გზის მოსამზადებლად ინდუსტრიულ კომპანიაში;
  • გააუმჯობესებ ძლიერ მხარეებს და ამავდროულად განავითარებ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა გუნდურობა, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა და ა.შ.;
  • იმუშავებთ რეალურ პოზიციაზე რეალური პასუხისმგებლობებით.

პროგრამის ბენეფიციარები არიან:
ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტები;

  • მაგისტრატურის სტუდენტები;
  • ახალი კურსდამთავრებულები.
  • კვალიფიკაცია და პიროვნული უნარები :
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიახლებიისადმი ღიაობა და მიმღებლობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გამოწვევებისათვის მზადყოფნა.

სტაჟირების პროგრამის პირობები:

  • სტაჟირების პერიოდი 7-12 თვე;
  • კვირაში სამი სამუშაო დღე (შეთანხმებისამებრ);
  • სამუშაო დრო: 08:00-17:00 სთ;
  • სამუშაო მისამართი: სოფელი ქსანი (35 კმ თბილისიდან);
  • ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია;
  • სრულფასოვანი კვება უზრუნველყოფილია;
  • სტაჟირება ანაზღაურებადია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მისამართზე: tbuachidze@sisecam.com