საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით.


"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია აერთიანებს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge) და ტრენინგ ცენტრს (https://erudio.ge/ka)


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• პროგრამაში გატარებების შესწავლა
• ზედნადებების და ანგარიშფაქტუბის ატვირთვაში ჩართულობა
• ზედნადებების და ანგარიშფაქტურების დადასტურება
• საბანკო ოპერაციების პროგრამაში ასახვა
• ხელმძღვანელის მითითებით რეპორტინგის წარმოება
• თეორიული მასალის შესწავლა


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 

 აუცილებელია:
• უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
• კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office);
• ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საფუძვლების ცოდნა.

 სასურველია:
• ინგლისური ენის ცოდნა;
• საგადასახადო კანონმდებლობის მინიმალურ დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• დროის მენეჯმენტი.

 

სხვა დეტალები:
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე;


სამუშაოს გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ან 09:00-18:00.


ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე Mariam.tsiskadze@hiro.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია.