საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

 

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

 

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „პარტნიორი“ აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე:

 

სამუშაო ადგილმდებარეობა:  ფეიქრების ქუჩა 64

გრაფიკი: ორშ-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე

ანაზღაურების რეინჯი: 1000-1700 ლარი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ინფორმაციის გადამუშავება და ეფექტური რეპორტინგის სისტემის შემუშავება;
  • მონაცემების შეგროვება და სიღრმისეული ანალიზი, ოპერაციების/პროცესების კალკულაცია;
  • პროდუქციის რეალიზაციისა და გაყიდვების მაჩვენებლების შეგროვება/დამუშავება და ანალიზი;
  • საქონლის ბრუნვადობის სისტემატიური ანალიზი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით;
  • სასაწყობე ნაშთებისა და გაყიდვების მაჩვენებლების ურთიერთშედარებით ანალიზზე დაყრდნობით პროდუქციის შეკვეთების საჭიროების განსაზღვრა;
  • ანალიზიდან გამომდინარე რეკომენდაციების/პროგნოზების შემუშავება და რეპორტინგი შესაბამის დეპარტამენტთან;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და ინფორმაციის გადამუშავების გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია,
  • საოფისე პროგრამების განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა;
  • დროის ეფექტურად  მართვის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge  სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.