საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამდებობის დასახელება   მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

პოზიციის დასახელება    ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს კოორდინატორი)

 

კონკურსის ტიპი   ღია კონკურსი

 

ორგანიზაცია   საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

 

კატეგორია   იურიდიული

 

განცხადების ბოლო ვადა   28.09.2023

 

თანამდებობრივი სარგო:   1694 ლარი

 

ადგილების რაოდენობა   1

 

სამსახურის ადგილმდებარეობა   თბილისი

 

სამუშაოს ტიპი   სრული განაკვეთი

 

გამოსაცდელი ვადა   12 თვე

 

ფუნქციები

• ადმინისტრაციაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება, სამართლებრივად გამართული პასუხის მომზადება;

• შიდა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში ჩართულობა;

• საქართველოს ორგანული კანონით - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;

• სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;

• „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტისთვის, განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;

• „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება  ბაკალავრი

 

სამუშაო გამოცდილება   1 წელი

 

პროფესია  იურისტი

 

დაინტერესების სემთხვევასი იხილეთ ბმული