საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 14/09/2023 - 30/09/2023

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი
ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც
ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და
განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით
ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.
Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე
ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი
კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას
ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
"ნექსია თიეი" (Nexia TA) აცხადებს სტაჟირებას იურიდიული მიმართულებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6თვე, პირველი 3თვე არ არის ანაზღაურებადი.
სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, ბიზნეს ცენტრი „King David”
ძირითადი მოვალეობები:
• სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
• მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
• მოწოდებული ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივ ანალიზი;
• მიღება-ჩაბარების, შეთანხმების აქტების, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის და
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტების მომზადება;
• კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებსა და საპასუხო წერილის პროექტის
მომზადება;
• ორგანიზაციის ინტერესების დაცვის მიზნით მინდობილობების, სარჩელების,
შესაგებლების, შუამდგომლობების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური აქტების
მომზადება;
• იურიდიული დოკუმენტაციის დახარისხება და რეგისტრაცია.
• იურიდიული დოკუმენტაციის ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე წაკითხვისა და
კომენტირების უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• იურიდიული განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV)
შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ
ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება იურიდიული მიმართულებით".