საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 14/09/2023 - 24/09/2023

კომპანია BDO Academy აცხადებს ვაკანსიას ACCA-ის მოწვეული ტრენერის
პოზიციაზე
BDO Academy არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო
კომპანია BDO-ს ტრენინგებისა და განვითარების მიმართულება. BDO-ს
სასწავლო ტრენინგ ცენტრი 2016 წლიდან კომპანიებსა და ინდივიდუალურ
პირებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს,
კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს.
BDO Academy-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო
გარემოს. ჩვენი მისიაა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვისაც
პროფესიულ განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევა სურს.

ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება
აღწერა

ACCA-ის მოწვეული ტრენერი
მოწვეული ტრენერის პასუხისმგებლობა იქნება ACCA Global-ის
გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის სამიზნე აუდიტორიისთვის
ჩატარება. სალექციო კურსები წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, კვირაში ორი
დღე, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე. წლის განმავლობაში
გათვალისწინებულია ასეთი 2-3 ტრენინგ კურსის ჩატარება, თუმცა
მოთხოვნიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს რაოდენობა.
ფუნქცია/მოვალეობები:
 ინგლისურ ენოვანი სატრენინგო მასალის გამოყენებით F3 და F7
ტრენინგის ჩატარება ქართულ ენაზე
 სიმულაციური(mock) გამოცდის ჩატარება და პროცესის
მეთვალყურეობა
 საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების
შესრულება
მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან
ეკონომიკის მიმართულებით
 ფინანსების სფეროში მუშაობის გამოცდილება
 ტრენერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
 სავალდებულოა F3 კურსის ტრენერს ჩაბარებული ჰქონდეს ACCA
Global -ის პირველი დონის სამივე წიგნი (F1,F2,F3)
 სავალდებულოა F7 კურსის ტრენერს ჩაბარებული ჰქონდეს ACCA
Global -ის პირველი დონის სამივე წიგნი (F1,F2,F3) და F7
 ACCA Global-ის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად
 სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
 საოფისე პროგრამების ცოდნა
 ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
 გამართული ზეპირი და წერილობითი მეტყველების უნარი

 დროის ეფექტურად მართვის უნარი
 თავაზიანი და კეთილგანწყობილი
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
 ორგანიზებული
 დეტალებზე ორიენტირებული
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს,
გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
I გასაუბრება
II პრეზენტაცია

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი
რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე: hr@bdo.ge.
გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ACCA-ის მოწვეული
ტრენერი“ განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.09.2023
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების
ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი
სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს
(დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ
განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული
(გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი
სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის
ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის
შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი
კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის
პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ
საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია,
აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის
ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის
მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე
გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და
სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის,
ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე,
შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი
მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით
ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის,
ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის,
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის,
რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ
შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური
მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.