საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 06/09/2023 - 15/09/2023

ევექსი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილმდებარობა: სათაო ოფისი, ვაჟა - ფშაველას #40
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00

ძირითადი მოვალეობები:
 ციფრული სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
 კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების ბიუჯეტირება და მართვა;
 კომპანიის სოციალური მედია პლატფორმებისათვის კამპანიების დაგეგმვა და
განხორციელება;
 კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების ანალიტიკის წარმოება;
 კომპანიის ვებ-გვერდების ადმინისტრირება/განახლება;
 დინამიური ლინკების შექმნა, push ნოთიფიკაციების და pop-up ბანერების გაშვება;
 კონკურენტების ციფრული პლატფორმების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 პრიორიტეტად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
 Business Manager - ში მუშაობის გამოცდილება;
 Meta - სთან მუშაობის გამოცდილება;
 სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის არხების სიღრმისეული ცოდნა;
 ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
 პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
 სიახლეებთან ადაპტაცია და მისკენ მუდმივი სწრაფვა
 ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
 ორგანიზებულობა;
 დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
 ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;     

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 სექტემბერი, 2023 წ.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით
ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/cifruli-marketeri/614
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ
წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი")
ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული
სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის
უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში,
რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის
ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან
მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას,
დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს
მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა
რელევანტური ვაკანსიისათვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ
დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად
მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ
დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე,
მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში
გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.