საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სადაზღვევო კომპანია "ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია დაარსებული ერთ-
ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - ავერსის მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით

საქართველოს მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აცხადებს ვაკანსიას „IT პროექტის უმცროსი მენეჯერის“ პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
 IT პროექტების დაგეგმვა და პროექტის მართვის სტრატეგიის დასახვა;
 პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების და ვადების გაწერა;
 სამუშაო ჯგუფთან დეტალური კომუნიკაცია და შესრულების კონტროლი;
 დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა და პროექტის სტატუსის შესახებ
მუდმივი კომუნიკაცია;
 აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე ბიზნეს მოთხოვნების და კომპანიის სტრატეგიის
შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და პერიოდული ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
 სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
 სასურველია IT პროექტების მართვის სტანდარტების ცოდნა;
 ინგლისური ენის ცოდნა;
 MS Office პროგრამების ცოდნა სრულყოფილად;
 Jira–სთან მუშაობის გამოცდილება .

უნარ-ჩვევები:
 ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
 ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 გუნდური მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;
 სამუშაოს ვადის განსაზღვრის და მისი ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ
მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება – „IT
პროექტის უმცროსი მენეჯერი“ . სადაზღვევო კომპანია "ალფა" გისურვებთ წარმატებებს!