საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი/ასისტენტის თანამდებობაზე (www.moore-georgia.ge).

 

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- - წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური  შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com).

 

სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად, ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებით კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა ტრენინგებით და მასტერკლასებით, პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობით.

 

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები და იყავი წარმატებული შენს საქმეში. სტაჟირება ანაზღაურებადია.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;

  • ბუღალტრული გატარების  (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების)  ასახვა პროგრამაში;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); ფინანსურ სფეროში;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცონდა საშუალოზე მაღალ დონეზე;
  • სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 30 ივნისამდე გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება „სტაჟიორი/ასისტენტი აუთსორსინგის დეპარტამენტში“.