საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსილიუმ მედულა“ 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. „კონსილიუმ მედულა“ ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

 

„კონსილიუმ მედულა“ ეძებს გუნდის ახალ წევრს სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 6გ. 

 

სამუშაო გრაფიკი - ნახევარი განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-13:00 ან 13:00-17:00

 

ანაზღაურება - 300-350 ლარი
 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლინიკაში შემოსულ პირებთან კომუნიკაცია და  შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება.
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და პაციენტისთვის მიწოდება.
  • პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ.
  • პაციენტების რიგის მართვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება.
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე) ჩაითვლება უპირატესად.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია.
  • მომხმარებელთან ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები.
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. 

 

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო.
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა.
  • პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა.
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს თქვენი რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გააგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებებს!