საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 18/05/2023 - 31/05/2023

კომპანიის დასახელება:  შპს BDO Audit

კომპანიის საქმიანობის სფერო: აუდიტორული მომსახურება

 

მოკლე ინფორმაცია კომპანიაზე, კომპანიის მიღწევებზე   და კომპანიაში სტაჟირების გავლის ბენეფიტებზე:

BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

პოზიცია: სტაჟიორი ფინანსური აუდიტის მიმართულებით

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება
  • აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
  • პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

შერჩევის ეტაპები:

I ეტაპი - მიღებული განაცხადების გადარჩევა, სტაჟირების მიმღები ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისობის გათვალისწინებით - ICDC

II ეტაპი - გასაუბრება პროექტის ორგანიზატორებთან BDO Audit HR-ის წარმომადგენელთან

III ეტაპი:   გასაუბრება მიმართულების მენეჯერთან

 

სტაჟირების პერიოდი: 6 თვე

სტაჟიორის ანაზღაურება (1 თვე) - 500 ლარი (Net)

მისაღები სტაჟიორის რაოდენობა - 2 

 

სააპლიკაციო განაცხადი:   BDO - სტაჟიორი ფინანსური აუდიტის მიმართულებით