საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/05/2024 - 19/12/2020

სადაზღვევო კომპანია "ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია დაარსებული ერთ-ერთი
უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - ავერსის მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით საქართველოს
მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აცხადებს ვაკანსიას AML-ის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული კანონმდებლობის შესაბამისად კლიენტის იდენტიფიკაციის პროცესის და მათ მიერ
განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი;
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან მონიტორინგს დაქვემდებარებული
ტრანზაქციების/გარიგებების შესახებ ანგარიშგების შედგენა და გაგზავნა;
** საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის ანგარიშის შედგენა და გაგზავნა;
** გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
მითითებების შესრულებაზე კონტროლი;
** შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის;
** გეგმიური რეპორტების მომზადება კომპანიის შიდა და მის გარე მოხმარებისთვის;
** კლიენტების მიერ განხორციელებული საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება, ანალიზი და
მონიტორინგი;
** კანონმდებლობასთან შესაბამისი პოლიტიკა/პროცედურების გაწერა;
** კლიენტების ბაზის დიფერენციაცია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (რისკების შეფასება,
ტრანზაქციების რაოდენობა და ბრუნვა, კლიენტების გეოგრაფიული მდებარეობა);
** სხვა ნებისმიერი ფუნქციის შესრულება, რომელიც უკავშირდება ფულის გათეთრების აღკვეთის
ღონისძიებებს.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ფინანსური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში;
** ინგლისური და რუსული ენის კარგ დონეზე ფლობა;
** Microsoft Office (Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ
მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სადაზღვევო კომპანია "ალფა" გისურვებთ წარმატებებს!