საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობანი:

  • ელექტრონული კომერციის დეპარტამენტის სხვადასხვა პოზიციის საქმიანობის შესწავლა;
  • სხვადასხვა პოზიციის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, გაყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით), განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც
  • გამოცდილება ელ-კომერციის, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • MS Office-ის ცოდნა (Word, Excel, PowerPoint); სხვა საოფისე ან გრაფიკული პროგრამები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური ამოცანების დაგეგმვა და მართვის უნარი, შესრულების შედეგების შეფასების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა; პასუხისმგებლობა.
  • ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერსებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (სასურველია სამოტივაციო წერილიც) ელ.ფოსტაზე: ani.kenchuashvili@avsrsi.ge ან vacancy@aversi.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ”ელ.კომერციის სტაჟიორი“


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  24.05.2023 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

ავერსის გუნდი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!