საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

                                        ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

ანაზღაურება:  300 – 500 ლარი

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

 

კომპანია „ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია „ტექნოკრედიტი“ ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

 

სტაჟირების პერიოდში იურისტი ჩართული იქნება  დეპარტამენტის საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია სამართალწარმოების პროცესთან. კანდიდატს საშუალება ექნება შესაბამისი  გამოცდილების და ცოდნის მქონე მენტორისგან ისწავლოს, ონლაინ რეჟიმში როგორ დაამყაროს ურთიერთობა სასამართლოსთან (წარადგინოს განაცხადი, მიიღოს ინფორმაცია საქმის რეგისტრაციისა და მსვლელობის შესახებ).

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საქმის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში განცხადების დარეგისტრირება;
  • სასამართლოების საქმისწარმოების სისტემაში საქმის მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
  • სამართალწარმოების სისტემიდან მოპოვებული ინფორმაციის ასახვა იურისტების სამუშაო პროგრამაში (საქმის ეტაპი, სტატუსი);
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია სასამართლოსთან.

 

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

  • უმაღლესი იურიდიული  განათლება (დაიშვებიან სტუდენტები)
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია და ჰქონდეს დარწმუნების უნარი
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სავალდებულოა ორგანიზებულობა, კეთილსიდისიერება, თავაზიანობა და აკურატულობა

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2023 წლის 30 აპრილისა.

 

გთხოვთ, ელ. ფოსტის „subject“-ში მიუთითოთ სერვისის სახელწოდება, სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.  გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ  მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ჩვენს მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

 

გისურვებთ წარმატებას!