საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ანოვა“ 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც კლიენტებს კვლევაზე დაფუძნებულ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. „ანოვას“ კლიენტებს შორის არიან, როგორც წამყვანი და სტარტაპერი ბიზნეს კომპანიები, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები.
 

კომპანია თანამშრომლებს საინტერესო სამუშაოსთან ერთად, მეგობრულ გუნდს და განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს.

 

სამუშაო განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანის ანალიტიკურ, პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის, აუდიტორიასთან პრეზენტაციის მომზადება/ჩატარების, მოლაპარაკებების მართვის, დეტალებზე ორიენტაციის, გუნდური მუშაობის, ორგანიზატორულ, დროის მართვის და კომუნიკაციის უნარებს.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა - თბილისი

სამუშაო განაკვეთი - სრული

სამუშაო ფორმატი - ჰიბრიდული

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 სთ

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • კვლევითი პროექტების (მარკეტინგული, სოციოლოგიური და სხვა)  დაგეგმვა და მართვა
  • მეორადი მონაცემის მოძიება და ანალიზი
  • კვლევის ამოცანების შესაბამისად რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება
  • თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემის შეგროვება და ანალიზი
  • მონაცემში დამკვეთის ამოცანის შესაბამისი ინსაითების პოვნა და კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება
  • კვლევის შედეგების რეპორტინგი და პრეზენტაცია

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის დიპლომი სოციალურ მეცნიერებებში, სოციოლოგიაში ან ფსიქოლოგიაში
  • კვლევითი პროექტების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება
  • მონაცემის დამუშავების ბაზისური მეთოდების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel, Power Point) კარგად ფლობა
  • მონაცემის ანალიზისა და სტატისტიკური დამუშავების მეთოდების ცოდნა
  • პროგრამა SPSS ბაზისურ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მოკლე სამოტივაციო წერილთან ერთად, შემდეგ analyst@thestream.ge არაუგვიანეს 5 აპრილისა

 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.