საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანიის მთავარი მიმართულება ხარისხიანი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტების მშენებლობაა. არტეს გუნდი, პროფესიონალიზმითა და მაღალი მომსახურების ხარისხით, ზრუნავს თქვენს კომფორტზე და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ პირობებს. არტე დეველოპმენტის დამფუძნებლებს აქვთ 20 წლიანი გამოცდილება საინჟინრო კომუნიკაციებისა და მშენებლობის მიმართულებით სამშენებლო სფეროში . 2001 წლიდან, ისინი აპროექტებენ შენობა ნაგებობების საინჟინრო კომუნიკაციებს. მათ შორის: ეროვნული ბანკის, იუსტიციის, 112-სა და შსს საპატრულო პოლიციის შენობას, გლდანის კარფურს, საქართველოს პარლამენტს, რუსთავის მეტალურგიას და სხვა.

 

კომპანია „ARTE” აცხადებს ვაკანსიას  - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
 

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;

** სერვის ცენტრში მოსული კლიენტისთვის პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;

** სატელეფონო ზარების/მეილების პასუხი;

** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;

** საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტი;

** რეპორტინგი;

** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);

** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;

** დროის მართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;

** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;

** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;

** MS Office**
 

სურვილის შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ჩვენს მეილზე: info@arte.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.