საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება   ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს სტაჟიორი (ბათუმი)

კონკურსის ტიპი  სტაჟირება

ორგანიზაცია    სსიპ - შემოსავლების სამსახური

 

ორგანიზაციის შესახებ

შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.

 

განცხადების ბოლო ვადა 01.04.2023

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე

ადგილების რაოდენობა 2

სამსახურის ადგილმდებარეობა  ბათუმი

 

ფუნქციები

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

• ინვენტარიზაციის პროცესში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენა;

• ძირითადი საშუალებების, მოძრავი და უძრავი ქონების კომპლექტურობის, ტექნიკური მდგომარეობისა და მათი საბაზრო ღირებულების დადგენა;

• სატრანსპორტო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენა;

• ვალის მართვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე გადამხდელთა დაყადაღებული ქონების შეფასება;

• აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მომართვით, ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე გადამხდელთა კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების შეფასება.

• შემოსავლების სამსახურის სხვა დეპარტამენტების მოთხოვნით უძრავი და მოძრავი ქონების ქონების შეფასება.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული