საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება  ვალის მართვის დეპარტამენტის ვალის მართვის N4 სამმართველოს სტაჟიორი (თბილისი)

კონკურსის ტიპი   სტაჟირება

ორგანიზაცია   სსიპ - შემოსავლების სამსახური

 

ორგანიზაციის შესახებ

შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.

 

განცხადების ბოლო ვადა   01.04.2023

თანამდებობრივი სარგო:   ანაზღაურების გარეშე

ადგილების რაოდენობა  7

სამსახურის ადგილმდებარეობა  თბილისი

სამუშაოს ტიპი   სრული განაკვეთი

 

ფუნქციები

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

• საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად: საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება; საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებისა და ყადაღის დადების უზრუნველყოფა; ქონებაზე ყადაღის დადება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება; სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღება და შემდგომი პროცედურების განხორციელება;

• შემოსავლების სამსახურის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე ყადაღადადებული მალფუჭებადი ქონების რეალიზაცია;

• კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

• კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული