საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 24/03/2023 - 09/04/2023

რა დაგხვდებათ ჩვენთან?!

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობა
  • მხარდამჭერი და მეგობრული გუნდი
  • მხარდაჭერა სწავლასა და განვითარებაში
  • ღიაობა ინიციატივების მიმართ

 

რა არის ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!

  • ადმინისტრაციული განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა
  • საბანკო პროგრამაში ოფისისთვის საჭირო მასალების შეკვეთისა და შესყიდვის მოთხოვნის დარეგისტრირება
  • ბანკის კომუნალური გადასახადების დროულად განხორიციელების მონიტორინგში ჩართულობა
  • ადმინისტრაციული კონტრაქტების ვადების კონტროლისა და განახლების პროცესში ჩართულობა
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ კომუნიკაციის დროულად მომზადება და გაგზავნა
  • ადმინისტრაციის მეილზე შემოსული შეტყობინებების მართვა, უკუკავშირის დაბრუნება, გადამისამართება

 

რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს ამ პოზიციას?!

განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის  (B1-Intermediate) დონეზე ცოდნა; სასურველია რუსული ენის Intermediate (B1) დონეზე ცოდნა

ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office პროგრამების Intermediate დონეზე ცოდნა

 

რა არის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები?!

  • მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
  • ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
  • პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
  • კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
  • ინიციატივა & ინოვაცია


 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!