საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 24/03/2023 - 09/04/2023

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.

 

Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

 

"ნექსია თიეი" (Nexia TA) აცხადებს სტაჟირებას იურიდიული მიმართულებით.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6თვე, პირველი 3 თვე არ არის ანაზღაურებადი.

სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, ბიზნეს ცენტრი „King David”

 

ძირითადი მოვალეობები:

• სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;

• მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პროექტის მომზადება;

• მოწოდებული ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივ ანალიზი;

• მიღება-ჩაბარების, შეთანხმების აქტების, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტების მომზადება;

• კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებსა და საპასუხო წერილის პროექტის მომზადება;

• ორგანიზაციის ინტერესების დაცვის მიზნით მინდობილობების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური აქტების მომზადება;

• იურიდიული დოკუმენტაციის დახარისხება და რეგისტრაცია.

• იურიდიული დოკუმენტაციის ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე წაკითხვისა და კომენტირების უნარი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• იურიდიული განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);

• საოფისე პროგრამების ცოდნა;

• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება იურიდიული მიმართულებით".