საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 16/03/2023 - 31/03/2023

თბილისი, საქართველო

 

სრული განაკვეთი

 

ცენტრი: ფილიალი

 

მდებარეობა: ცენტრალური

 

გამოცდილების დონე: დამწყები

 

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

 

კომპანიის აღწერა

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

 

სამუშაოს აღწერა

განვადების მენეჯერის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

 

შენ, როგორც განვადების მენეჯერი :

  • უზრუნველყოფ პოტენციურ ან არსებულ კლიენტებთან ეფექტურ, თავაზიან და კეთილგანწყობილ კომუნიკაციას;
  • მოიზიდავ ახალ კლიენტებს;
  • შეასრულებ დადგენილ გეგმებს და მიაღწევ დასახულ მიზნებს
  • მომხმარებელს გაუწევ ხარისხიან მომსახურებას და კვალიფიციურ კონსულტირებას;

 

ანაზღაურება:

400 ლარი ხელზე ასაღები და მინ.ბონუსი 100/200 ლარი ხელზე ასაღები გეგმის 100%-ით შესრულების შემთხვევაში.

 

კვალიფიკაცია

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები
  • ხარ აქტიური, მიზანდასახული და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია.

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;



დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

 

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს