საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 02/10/2020 - 12/10/2020

კომპანია ბიდიო აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას კორპორაციული
ფინანსების მიმართულებაში „ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია,
რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს
სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას
და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი
პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162
ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია
უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს
შორის.

ბიდიოს კორპორაციული ფინანსების მაღალკვალიფციურ გუნდთან ერთად
თქვენ საშუალება გექნებათ იმუშაოთ საგადასახადო და საბუღალტრო
აღრიცხვის სფეროს გამოცდილ კონსულტანტებთან, რათა კლიენტებს
მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება. ამიტომ თუ გსურთ ამ
მიმართულებით პროფესიული და კარიერული განვითარება, მაშინ ეს
ვაკანსია თქვენთვის არის.

BDO-ს ბიზნეს კორპორაციული ფინანსების გუნდი გთავაზობთ საინტერესო
და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას,
როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის
ტრენინგებით.

ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება კონსულტანტი, კორპორაციული ფინანსების მიმართულება

სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი
აღწერა კორპორაციული ფინანსების მიმართულება

კორპორაციული ფინანსების მიმართულება აერთიანებს მომსახურებათა
ფართო სპექტრს: ფინანსური მოდელირება და ეკონომიკური მაჩვენებლების
პროგნოზირება, ინდუსტრიების კვლევა, პროექტის ეკონომიკური
დასაბუთება, ბაზრების ანალიზი მიკროეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ
ჭრილში, პროექტის ეკონომიკური ეფექტის შეფასება, დიუ დილიჯენსი და
ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები, სასამართლო ექსპერტიზა,
ბიზნესის ღირებულების დადგენა, აქტივების შეფასება და სხვა.

ფუნქცია/მოვალეობები

  • კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება
  • პროექტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • ხელმძღვანელის ზედამხედველობით სამუშაო პროცედურების ჩატარება
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
  • პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის განხრით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის და/ან ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო დონის ცოდნა (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს,
გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I ტესტირება
II გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე
მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „კონსულტანტი -
კორპორაციული ფინანსები“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11.10.2020
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და
სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის,
ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე,
შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი
მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით
ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის,
ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის,
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის,
რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ
შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური
მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების
ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი
სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს
(დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ
განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული
(გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი
სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს
მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ,
შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა
განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი
შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ
გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა.
მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში,
ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით
მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი
მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.